→ რა არის სისტემური დანაშაული?

თარიღი - 17.01.2014

330406191541

ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც კლასიკურმა ავტორიტარულმა რეჟიმმა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ძალადობას, შიშსა და მასაობრივი საინფორმაციო საშუალებებით ადამიანების მანიპულირებას ეფუძნებოდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის ძირითად იარაღი ეკონომიკური და საინფორმაციო ტერორი იყო და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის კულტივირება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, თუ პოლიტიკურად რამდენად აქტიური იყო ადამიანი ტოტალური შიშის დასანერგად ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გამხდარიყო. ადამიანები უმნიშვნელო დანაშაულისთვის ხვდებოდნენ ციხეში, ან პატიმრობისთვის თავის დასაღწევად საპოროცესო გარიგების შედეგად უწევდათ ასტრონომიულ თანხის გადახდა. არსებობდა თუ არა ამის აუცილებლობა, ხდებოდა ბიზნესმენთა ქონების დაყადება და ბიზნესის წართმევა, ხშირად საფუძვლის გერეშეც კი. ჩვენ გვახსოვს აგრეთვე ნულოვანი ტოლერანტობის სახელით მოკლული უამრავი ახალგაზრდა. დაშინებისა და ხშირად არჩადენილი დანაშაულის აღიარებისთვის საპყრობილეებსა და პოლიციის განყოფილებებში ნაწამები და ნამუს აყრილი უამრავი ადამიანი. ამას თან ერთვოდა საინფორმაციო ტერორი, როცა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებს შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანი საჭიროებისამებრ დამნაშავედ ან ანტისახელმწიფოებრივ ელემნტად წარმოეჩინათ, პრინციპით: ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის აკონტროლებს მომავალს.
რეპრესიების, გაღატაკების შიშისა და საინფორმაციო ტერორის ქვეშ მყოფი ადამიანები სრულფასოვნად ვეღარ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ და პოლიტკიურ ცხოვრებაში და საზოგადოებაში აპათია და კონფორმიზმი ისადგურებდა, რაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაჩვეულებრივ ფონს ქმნიდა. განაგრძეთ კითხვა

ავტორი - Demna Shengelaia → დაწერე კომენტარი

→ არა ცხოველთა წამებას!

თარიღი - 16.07.2013

8133190273_ecc73033c8_largeეს შინაური ცხოველი ზოგს უყვარს, ზოგს არა. მე მაინც მგონია, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია.

პირადი შეხედულება ერთია, მეორეა ძაღლებისადმი დამოკიდებულება. ზუსტად მესმის, რომ შეიძლება არ გიყვარდეს, არ გქონდეს ძაღლის ყოლის სურვილი, მაგრამ სრულიად მიუღებელია ხოცვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს მარტივი გამოსაალია ქუჩის ძაღლების თავიდან მოსაშორებლად.

ძაღლებთან მოპყრობის საკითხს საქართველოში არც თუ დიდი ყურადღება ეთმობა, უფრო მეტიც – ალბათ, ყველა ჩვენგანს უნახავს მინიმუმ ერთი ვიდეო, სადაც ძაღლების წამება და მოკვლაა ასახული.

 მძაფრად მახსოვს გორში გადაღებული ეს ვიდეო განაგრძეთ კითხვა

ავტორი - Hannah Mckay → დაწერე კომენტარი

→ გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას

თარიღი - 09.07.2013

 

1004599_10200290651884845_149175778_n ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ფანჯრის წინ აღმოვაჩინე, რომ ხეები აღარ არის. აი ასე, სანამ მე სამსახურში ვიყავი მერიის თანამშრომლები მოვიდნენ და გაჩეხეს.  ხეებს არაფერი სჭირდა, უბრალოდ ჩათვალეს, რომ ასე იყო საჭირო, არც არავისთვის უკითხავთ რამე.  დღის განმავლობაში ჩემი ოთახი მზისგან გახუნებულია, მტვერი გადაწმენდიდან რამდენიმე წუთში ისევ ადგილზეა, ცხელ დღეებში კი, ჰაერის მუდმივი უკმარისობაა.

 

ასეც რომ არ ყოფილიყო, მე მესმის საბურთალოს მოსახლეობის, ისედაც შენობებით სავსე ქალაქის პატარა რაიონში ამხელა მანძილზე,  ხეებს ჩეხავენ მათ ნაცვლად კი ისევ შენობებს აშენებენ. იმ შენობებში ახალ მაცხოვრებლებს კიდევ სხვებთან ერთად მოუწევთ ქალაქის მძიმე გამონაბოლქვის ქვეშ ცხოვრება  ხეების გარეშე. განაგრძეთ კითხვა

ავტორი - Ana Tabatadze → დაწერე კომენტარი

→ რა ხდება ეგვიპტეში?!

თარიღი - 04.07.2013

1044639_564680980266547_642156959_nრა ხდება ეგვიპტეში ? – ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.  ქვეყანა სადაც  77’420’000 ადამიანი ცხოვრობს, დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში.  ყველა მოვლენა, რომელიც უკავშირდება ეგვიპტეს  ავტომატურ რეჟიმში იქცევა ხოლმე ინტერესის სფეროდ ნებისმიერი ქვეყნისთვის. თანამედროვე მსოფლიო ჯაჭვური რეაქციის ეფექტით არის აწყობილი: ის რაც ხდება ერთ ქვეყანაში ხშირ შემთხვევაში ეხება მინუმუმ რამდენიმე ან თუნდაც ყველა სხვას. განსაკუთრებით თუ ეს ყველაფერი ხდება ისეთ ძლიერ და დიდ ქვეყანაში, როგორიც ეგვიპტეა. განაგრძეთ კითხვა

ავტორი - Ana Tabatadze → დაწერე კომენტარი